Thursday, July 14, 2011


1. პროექტის  სახელწოდება: დაუნის სინდრომი დასასრულს არ ნიშნავს.

2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებები: მოსწავლეებში დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა მიმართ სწორი მიდგომის ჩამოყალიბება და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

3. პროექტის აქტუალობა: საზოგადოებას შევაცვლევინოთ დაავადებულ ბავშვთა მიმართ არასწორი შეხედულება ,რათა ისინი არ აღმოჩნდნენ გარიყულნი .

4. პროექტის მიზნები: დაუნის სინდრომი ქრომოსომული სისტემის ანომალიას წარმოადგენს, რომელიც ვლინდება ერთი ზედმეტი ქრომოსომის არსებობაში და ჩემი მიზანია ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგონ ამ ქრომოსომის წარმოშობის  მიზეზებზე  და გამოუმუშავდეთ დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების მიმართ სწორი  მიდგომა, რათა ისინი საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბდნენ.

5. მონაწილეთა ასაკი: 14–15

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1–თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ტოლერანტული და ჰუმანური მოქალაქეების ჩამოყალიბება. უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა. ამ  სინდრომის მქონე ადამიანთა  უნარების განვითარება საზოგადოებაში მათი აქტიური ჩართვით. 
    მოსწავლეთა მიერ ბუკლეტების დამზადება.  ჩანაწერების გაკეთება.

8 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოები, სახელმძღვანელო, ჟურნალ–გაზეთები, ინტერნეტი, მოსწავლეთა ჯგუფები, ექიმი მეან–გენოკოლოგი, დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
  • 1. მოსწავლეთა ორკაციან ჯგუფს მივცემ  სამუშაოდ მოიძიონ ინფორმაცია ს|ს წყაროების გამოყენებით დაუნის სინდრომის შესახებ.
  • 2. მეორე ჯგუფმა  უნდა დაამზადოს ბუკლეტები სურათებით და მოკლე ანოტაციით: "ვინ არიან  ისინი?"
  • 3. მესამე ჯგუფმა უნდა ჩაატაროს გამოკითხვა სოფელში ს|ს ასაკის ადამიანთა შორის წინასწარ მომზადებული კითხვარების გამოყენებით: როგორია მათი დამოკიდებულიბა დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანის მიმართ?
  • 4. ერთ–ერთმა მოსწავლემ, მასწავლებელთან ერთად ჩამოართვას ინტერვიუ ექიმ მეან– გენოკოლოგ ნ.ცანავას დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა შესახებ.
  • 5. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი უნდა დაიკავშირდეს დაავადებულ ბავშვებს, გაეცნოს მათ, დაამყაროს ახლო ურთიერთობა და თანატოლებს წარმოუდგინონ მეგობრებად. 
  • 6. 47–ე ქრომოსომის წარმოშობის გამომწვევი მიზეზების შესახებ მოსწავლეთა ჯგუფს დავავალებ თემის დამუშავებას და მის პრეზენტაციას თანატოლებთან ''ნარკომანია და ალკოჰოლიზმი".
  • 7. მოსწავლეთა ნამუშევრების შეჯამება და მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.
10. საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან |ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): დოდო გაბელაია

12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: d.gabelaia2011@gmail.com
  
13. პროექტის ვებ–გვერდი|ბლოგი: d.gabelaia2011.blogspot.com